(Source: oldchum)
Beans and apricots by chizuru-bis on Flickr.
I really love an Ume blossom, which seems to be in blossom on the back as well.
როცა არ მოდის ძილი, იფიქრე
დეკემბრის ზღვაზე, რომელიც გადმოდის
და სანაპიროებზე მიჯრით მიწყობილ ფიჭვებს
წყალს ასმევს მლაშეს.
ამ დროს კენჭები სიცივისგან შხრიალს იწყებენ
და მათი ხმა ყურებს უგუბებს
ახლადდაწოლილ მეთევზის ცოლს.
იფიქრე ივლისის წვიმაზე, რომელიც
მიწას ულბობს გაუხეშებულ ფეხებს
და რომლის ხმა ზღვას აგონებს
მოხუც მეზღვაურს.
როცა ვერ იძინებ,იფიქრე ბებიის ხელებით
გრილ სარდაფში გადანახულ მაყვლის მურაბაზე
და ყურძნის წვენზე,ცეცხლის პირას მთვლემარე
მეზობლის კატაზე და იქვე მდგარ რძიან ლამბაქზე.
იფიქრე მეგობრის თბილ,ჭრელ სვიტერზე და მის ნელ ნაბიჯებზე,
მის ხმაზე,რომელიც ყოველთვის ასე ჩვეულია შენთვის.
თუ ისევ ვერ იძინებ,იფიქრე მის თმებზე,რომელიც
საღამოობით ახლადადუღებულ გარგრის მურაბაზე
ოდნავ მუქია და თვალების მოძრაობაზე,
თითქოს ნიავმა გადაუარაო სიმინდის ყანას.
იფიქრე,რომ წევხარ დედასთან ახლოს,
თუნდაც სახით კედლისკენ,მაგრამ გ
გესმის მისი სუნთქვა და როცა გინდა
მის ხელს დაიჭერ.
/03.01.2011/
(Source: seensense)
ხეები ტბაში
(Source: beautifulurself)
Hasselblad 500 C/M. Kodak Portra 400.